მოაგვარე სააგენტოებთან დაკავშირებული პრობლემები თანამედროვე ტექნოლოგიებით

Agency Wizard ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი ციფრული პლატფორმაა, საიდანაც სააგენტოში არსებული ყველა ტიპის ინფორმაციის მარტივად მართვას შეძლებ

როგორ მუშაობს პროგრამა?

სისტემის მარტივი და ეფექტური ფუნქციონალის დახმარებით შეძლებ შეიმსუბუქო მუშაობის პროცესი და გაზარდო გუნდის პროდუქტიულობა.

ბაზების მენეჯმენტი

შეინახე, განაახლე ან წაშალე კლიენტთან, მესაკუთრესთან და ობიექტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია მარტივად; საჭიროების შემთხვევაში სასურველი ინფორმაციის მოძიებას ფილტრების საშუალებით შეძლებ.

შეხვედრების მენეჯმენტი

ჩაინიშნე ან დაარედაქტირე შეხვედრის დეტალები სულ რამდენიმე წუთში

ანალიტიკის ვიზუალიზაცია

მიიღე ამომწურავი ინფორმაცია გაყიდვების, შემოსავლების, ან გუნდის ეფექტიანობის შესახებ სხვადასხვა ანალიტიკური ხელსაწყოსა და ვიზუალური დიაგრამების დახმარებით.

ჭკვიანი მრჩეველი

ალგორითმის საშუალებით შეძლებ ბაზაში არსებული პოტენციური კლიენტებისა და უძრავი ქონების მეპატრონეების ერთმანეთთან მოთხოვნებიდან გამომდინარე დაწყვილებას.

ფინანსების მენეჯმენტი

აკონტროლე სააგენტოს ფინანსური შესაძლებლობები შემოსავლებისა და ხარჯების ავტომატურად გამოთვლით.

აგენტების მონიტორინგი

თვალი ადევნე თითოეული აგენტის მიერ გაწეულ შრომასა და წარმატებით დახურულ გარიგებებს სამუშაო კვირის ან თვის ჭრილში.

რატომ Agency Wizard?

ერთთვიანი სატესტო ვერსია უფასოდ

სრული კონტროლი სააგენტოში არსებულ ყველა ტიპის ინფორმაციაზე

ჩანაწერების გაკეთების და მოქნილი ფილტრების ხარჯზე იზრდება გუნდის მუშაობის ხარისხი

რუტინული სამუშაოების ავტომატიზაცია და დეტალური ანალიტიკა

შენახული ინფორმაციის უსაფრთხოება

სასურველი ფუნქციონალის დამატების შესაძლებლობა

დამოუკიდებელი მენეჯერის და აგენტის სივრცე სისტემაში

კიდევ გაქვს კითხვები? მაშინ, მოგვწერე.

გამოგვიგზავნე კითხვები ქვემოთ მოყვანილი ფორმის საშუალებით. გპირდებით, მალე გიპასუხებთ.